ზაზა დავითაია

სიცოცხლის მთვლელი: ბაჩო შარაშენიძე დღეს სიკვდილს გადაურჩა

შიმშილობის 41-ე და მშრალი შიმშილობის მე-7 დღეს იგი მოულოდნელად გაითიშა და გონება დაკარგა. საკანში დროულად მოუსწრო მედპერსონალმა და სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯეს! მადლობა გლდანის მე-8 ციხის უფროსს, ნოდარ ქინქლაძეს – ის ყველაფერს აკეთებს პატიმრის სიცოცხლის გადასარჩენად!ბაჩომ კი, მშრალი შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა სასიკვდილო შიმშილობას კვლავ აგრძელებს და უკვე 42-ე დღე დაიწყო!!!
მისი ჯანმრთელობა ისევ უაღრესად კრიტიკულია. ყოველ წუთს შეიძლება, ხელიდან გამოგვეცალოს!

პ რ ო კ უ რ ა ტ უ რ ა !!!
ი ჩ ქ ა რ ე !!! გ ა დ ა ა რ ჩ ი ნ ე!!!

პროკურატურასთან ბაჩოს სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ, მისი თანამებრძოლი ვეტერანების აქცია გაიმართა. ვეტერანებმა ხელისგულზე დადებული ორდენებით მდუმარედ მოთხოვეს ხელისუფლებას, მათი თანამებრძოლის მიმართ სამართლიანობის აღდგენა! აქცია იხილეთ ამ ლინკზე: https://web.facebook.com/zazdavitaia/videos/1995751763841399/

ჩემი (ზაზა დავითაიას) ფეისბუქგვერდის გარდა, ბაჩოს სიცოცხლის მთვლელი ჩართულია რადიო “საქართველოს ხმის საიტზე:” https://web.facebook.com/radio107.9/ ;
ასევე, საინფორმაციო სააგენტო “ალუვიონზე:”
https://aluvionige.wordpress.com/…

ვისაც აინტერესებს, რატომ დაიჭირეს ბაჩო შარაშენიძე, ლინკზე გადავიდეს და წაიკითხოს: https://web.facebook.com/zdavitaia/posts/2221319914758223?__tn__=K-R
– თან, გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს და ვინძლო – გადარჩენა შევძლოთ!

საზოგადოებას ბაჩო შარაშენიძის სასიკვდილო შიმშილობის შესახებ პირველად შიმშილობის 22-ე დღეს ვამცნე და მას მერე ფეისბუქის ჩემს გვერდზე მისი სიცოცხლის მთვლელი ჩავრთე, რაც უამრავმა ადამიანმა ნახა და გააზიარა: https://web.facebook.com/photo.php?fbid=1973837439366165&set=a.429302943819630&type=3&theater

მშრალი შიმშილობის შესახებ ბაჩო შარაშენიძის განცხადება მოისმინეთ ამ ლინკზე: https://web.facebook.com/zazdavitaia/videos/1989982957751613/

ეს კი, ბაჩო შარაშენიძის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმია, სადაც მისი უდანაშაულობა იკვეთება. ნახეთ: https://www.youtube.com/watch?v=nPFv7u7QIzY

ტელეკომპანია “ქართულ არხზე” უყურეთ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის საავტორო გადაცემა “კვირის მიმოხილვას,” რომელიც ბაჩო შარაშენიძის საქმეს და მის შიმშილობას ეხება:
https://web.facebook.com/zazdavitaia/videos/1977587778991131/

ნახეთ რადიო “საქართველოს ხმის” გადაცემა “უფლებადამცველის საათი, რომელშიც მე და გელა ნიკოლაიშვილი ვსაუბრობთ ბაჩო შარაშენიძის საქმეზე და მისი შიმშილობის შემაშფოთებელ შედეგებზე: https://web.facebook.com/radio107.9/…

იხილეთ გადაცემა ტელეკომპანია ობიექტივის ეთერით, სადაც ბაჩო შარაშენიძის უკიდურესად გამწვავებულ მდგომარეობაზე და მის ჯალათ პროკურორ დავით ხიზანაიძეზე ვსაუბრობთ: https://web.facebook.com/zazdavitaia/posts/1998415626908346

ძვირფასო საზოგადოებავ! გააზიარეთ ეს პოსტი და მოუწოდეთ ხელისუფლებას, ბაჩო შარაშენიძის საქმე სასამართლოს გადასცეს, რითაც სიკვდილისგან მის გადარჩენას და სამართლიანობის აღდგენას მივაღწევთ!

ზაზა დავითაია.
უფლებადამცველი. ჟურნალისტი.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply