ახალი ამბები

თბილისში იტალიის პრეზიდენტი ჩამოვა

საქართველოში იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა დღეს ჩამოვა. მისი დახვედრის ცერემონია 18:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შემდეგ გიორგი მარგველაშვილისა და სერჯო მატარელას პირისპირ შეხვედრა შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან.

პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და ქართული და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები: საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქთან ილია მეორესთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply