ახალი ამბებიმსოფლიო

9 ადამიანი მოკლა ტერორისტმა ქალაქ დეიტონში – აშშ-ში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ორი ტერაქტი მოხდა

9 ადამიანი მოკლეს და 16 მძიმედ დაჭრეს კვირას დილით ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტუნში. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა ბარში გაუხსნა ცეცხლი ადამიანებს . თვითმხილველთა ინფორმაციით, ავტომატური შაშხანიდან შავებში გამოწყობილმა თეთრკანიანმა მამაკაცმა ისროლა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით.

თავდამსხმელის განეიტრალება შემთხვევიდან რამდენიმე წუთში შეძლო პოლიციამ, თუმცა უწყება აცხადებს, რომ მკვლელს ახლდა თანამზრახველი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციის განცხადებით, ტერორისტმა რამდენიმე მჭიდი გამოცვალა და ისროლა ადამიანების მიმართულებით, რომელთაგან უმრავლეს მათგანს თავში მოხვდა ტყვია – ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო გარკვეული ნაწილი კი საავადმყოფოში მიყვანამდე.

ეს უკვე ბოლო 24 საათში მეორე ტერორისტული შეტევაა. რამდენიმე საათით ადრე თავდასხმა მოხდა აგრეთვე ქალაქ ელ -პასოში ჰიპერმარკეტში, სადაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 20 და დაჭრა 26 ადამიანი.

პოლიცია არ გამორიცხავს ორივე თავდასხმის ერთმანეთთან კავშირს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები