ახალი ამბებიმედიცინა

ტრიმედი – ყველაზე მყუდრო და წყნარი კლინიკა ქალაქის ცენტრის ყველაზე ხმაურიან ქუჩაზე

ტრიმედი – ყველაზე მყუდრო და წყნარი კლინიკა ქალაქის ცენტრის ყველაზე ხმაურიან ქუჩაზე

  • მაია ცომაიას ბლოგი 

10 მარტს 6 თვე გახდა, რაც თბილისში ხათუნა წურწუმიას მიერ  დაარსდა კლინიკა ტრიმედი, რომელმაც ამ მოკლე დროში მოიპოვა ნდობა მომხმარებელში. დღითიდღე მატულობს კმაყოფილებით გაბედნიერებულ ადამიანთა რაოდენობა. ეს ყველაფერი კი კლინიკაში მომუშავე პროფესიონალი  სპეციალისტების გარდა განაპირობა იმ სასიამოვნო, მშვიდ და მყუდრო  გარემომ, რომელიც კლინიკაშია შექმნილი თითოეული პაციენტისთვის. 

გვესაუბრება კლინიკა ტრიმედის დამაარსებელი და ხელმღვანელი ხათუნა  წურწუმია

-ქ-ნო ხათუნა  რატომ მაინც და მაინც კლინიკის დაარსება?

-პროფესიით იმუნოლოგი ვარ, თუმცა კლინიკის დაარსება ამას არ უკავშირდება, მთავარი მოტივაციის ანუ “ინსპირაციის ” მიზეზი გახდა ის, რომ მე ერთ დღეს სრულიად შემთხვევით აღმომაჩნდა სიმსივნე, რომ არა პრევენცია, პროფესიონალი რადიოლოგი და რა თქმა უნდა, თანამედროვე  აპარატურა, ნამდვილად გაჭირდებოდა დროულად მისი აღმოჩენა და ჩემი განკურნებაც. სიმსივნე აბსოლუტურად დამარცხებადია, თუ მოხდება მისი დროული გამოვლენა საწყის სტადიაზე. სწორედ ამ ამბავმა დამაფიქრა ღრმად, როგორმე ჩემი შესაძლებლობები გამომეყენებინა ამ მიმართულებით. ასე დაარსდა კლინიკა ტრიმედი  ხმაურიანი ქალაქის ცენტრში-თქვენი კომფორტის ზონა. 

-და რამდენადაც ვიცი, პირველ რიგში კლინიკა აღჭურვეთ ექოსკოპიური ულტრათანამედროვე, ბოლო თაობის აპარატით 

 

-დიახ, ეს გახლავთ  თანამედროვე, 2018 წელს გამოშვებული, ულტრაბგერის აპარატი “phillips affiniti- 70”, რომელიც აღჭურვილია  4D სისტემით, ფიბროსკანით, ელასტოგრაფითა და სხვა თანამედროვე სისტემით. აღნიშნული აპარატით ხდება-მუცლის ღრუს ორგანოების,საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის და შარდის ბუშტის, პროსტატის, საშვილოსნოს, საკვერცხეების, სამეანო კვლევა (ნაყოფის 4D), სათესლე ჯირკვლების, ფარისებრი,  სარძევე და სანერწყვე ჯირკვლის, პერიფერიული ლიმფური სისტემის, პლევრის ღრუს, რბილი ქსოვილების კვლევა პროფესიონალი რადიოლოგების მიერ.

 

-თქვენ მთავარ აქცენტს აკეთებთ ფარისებრი ჯირკვალის ექოსკოპიურ კვლევაზე და მოუწოდებთ დედებს გამოიკვლიონ შვილები

-უკანასკნელ წლებში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა არა მარტო იმატა, არამედ ძალიან გაახალგაზრდავდა და გავრცელებით მეორე ადგილზეა მკერდის სიმსივნის შემდეგ, ამიტომ პრევენციული ღონისძიებები ამ მიმართულებით საჭირო კი არა – აუცილებელია. მშობელი, რომელიც თვლის, რომ მისი შვილი მოუსვენარი – ჰიპერაქტიურია, გაფანტულია, შენიშნავს გონებრივი განვითარების მხრივ ჩამორჩენას, აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს შვილის ფარისებრი ჯირკვალი.  ჩვენ, შესაბამისად, გავითვალისწინეთ ფასებიც, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას ჩაიტაროს კვლევა ბოლო თაობის ექოსკოპიური აპარატის საშუალებით, უმაღლესი კლასის ექოსკოპისტებთან. ამჯერადაც გვაქვს აქცია 1+1, ანუ  ერთი რომელიმე ორგანოს ექოსკოპიური კვლევის  შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის კვლევა საჩუქრად! 

-ქ-ნო ხათუნა, თქვენს კლინიკაში მუშაბს 28 წლის გამოცდილების მქონე ექიმი-ვერტებროლოგ-რეაბილიტოლოგი ხათუნა ფერაძე, რომელიც უკანასკნელ წლებში ჟენევაში მუშაობდა 

-ქ-ნი ხათუნა ახლახანს ჩამოვიდა უცხოეთიდან, მე მარცვალ-მარცვალ ვაგროვებ პროფესიონალებს – შედგა თანამშრომლობაც. მის მიერ ჩატარებული სამკურნალო მასაჟების კომბინაცია საოცარ შედეგს ახდენს ძვალ- სახსროვანი და ხერხემლის პათოლოგიების მქონე პაციენტებში. უკანასკნელი მონაცემებით ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში ადამიანები სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას მასაჟებით ამჯობინებენ. დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ პროცედურები შესანიშნავია სასიცოცხო ენერგიის აღსადგენად, სარელაქსაციოდ, სტრესების მოსახსნელად და დეპრესიასთან საბრძოლველად. 

მთავარი და ღირებული ხათუნა წურწუმიასთვის კმაყოფილებისგან გაბედნიერებული პაციენტებია.  მართალია, კლინიკა ტრიმედი ქალაქის ცენტრის ყველაზე ხმაურიან ქუჩაზე – პეკინის 17-ში მდებარეობს, თუმცა იქ შექმნილი სიმშვიდე, სიწყნარე და  თბილი გარემო ხმაურს უმალვე დაგავიწყებთ! 

დარეკეთ, ჩაეწერეთ ☎️:555025969
ყოველ დღე – 10:00სთ-დან – 22:00სთ-მდე
შაბათ-კვირის ჩათვლით
პეკინი 17


პარკირება უფასოა

 

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები