ახალი ამბებიბიზნესიპოლიტიკასამართალი

58448 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 58448 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7 პროცენტამდე შეუმცირდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 2677 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ივნისიდან 1 ივლისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 2887-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 2389 მილიონიდან 2677 მილიონ ლარამდე.

58448 ხელშეკრულებიდან 18877 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 321 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალოშეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისის მდგომარეობთ 16.3% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 21224 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.06%-ში. მთლიანი პორტფელი კი 841.1 მილიონი ლარია.

14,918 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1303,92 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 488,2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 815,7 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.4%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით 802 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 13,825 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.1%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2412 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 50,8მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ივლისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 25.62%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1282,30 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.5%-დან 12.7%-მდე გაიზარდა.

„საზოგადოება და ბანკების” აზრით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ინფლაციის დაბალმა მაჩვენებელმა და გაცვლითი კურსის სტაბილურობამ განაპირობა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დადებითად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე და გაზრდის ლარის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რაც მნიშვნელოვანია ბოლო დროს განხორციელებული რეგულაციების პირობებში. ვფიქრობთ რომ, დაბალი ინფლაციის და სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში, მომავალ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები