ახალი ამბებიმსოფლიო

5 სხვადასხვა არმიის ყოფნა სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის – გეირ პედერსენი

გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი სირიაში გეირ პედერსენი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 5 სხვადასხვა არმიის ქვედანაყოფების ყოფნა სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.
“სირიის ტერიტორიაზე 5 სხვადასხვა არმია მოქმედებს. ცხადია, რომ ეს საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას, ტერიტორულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,” – განაცხადა პედერსენმა.

აქვე პედერსენმა განაცხადა, რომ სირიის საკონსტიტუციო კომისია, ღომლის შემადგენლობასაც თითქმის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები