ახალი ამბებიმსოფლიო

5 დაღუპული და 15 დაშავებული – თურქეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა თურქეთში, სამგზავრო ავტობუსზე ცეცხლის გაჩენის შედეგად.

დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.

ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ჩანაქკალეს პროვინციიდან დედაქალაქ ანკარას მიმართულებით მიემგზავრებოდა, როდესაც ქალაქ ბალიქესირთანახლოს, ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ტრაგედია შემთხვევითობა არ ყოფილა, რადგან ხანძარი ავტობუსის სალონში გაჩნდა.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები