ახალი ამბებიმსოფლიო

25 წლის რუსი ათლეტი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს

25 წლის რუსი მძლეოსანი მარგარიტა პლავუნოვა ტამბოვში მორშანსკის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს.

გვამი ქუჩაში ადგილობრივებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს. როგორც პირველადი დასკვნიდან ირკვევა, ცხედარს არ აღენიშნებოდა ძალადობის არანაირი კვალი. პლავუნოვა ვარჯიშის დროს გარდაიცვალა და ამის მიზეზი გულის შეტევა იყო.

გარდაცვლილის მწვრთნელმა ელენა მელინკოვამ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მარგარიტა ბოლო დღეების განმავლობაში ტკივილის გრძნობდა.

მარგარიტა პლავუნოვას მეგობარმა სერგეი საფრონოვმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ისინი მომდევნო ტურნირისთვის ერთად ემზადებოდნენ.

პლავუნოვა ბოლოს 22 ივნისს ჟუკოვსკის ტურნირზე გამოვიდა, სადაც 100 მეტრზე 14.06 წამი დააფიქსირა და 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალოსანი ბრიანა როლინსის შედეგის გამეორებამდე მხოლოდ 1 წამი დააკლდა.

პლავუნოვა პარალელურად მოდელიც იყო. ის ინსტაგრამზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები