ახალი ამბებისაზოგადოება

21 მარტი, დღე რომელიც ყველასია

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ ითვლება. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში , მათშორის საქართველოშიც 2012 წლისან აღინიშნება. ეს დღე აღინიშნება რათა, ის სტიგმები რომელიც საზოგადოებას ახასიათებს ნელნელა და ეტაპობრივად მოისპოს. სტიგმები და გაუცხოება კი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ჩვენ ქვეყანაში.

ეს დღე ასევე ბევრისმთქმელია , 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესა, სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა “ქართული გაზეთის” პირველი ნომერი.

რაც შეეხება 1971 წელს გაეროს გენერალური ანსამლეის მიერ 21 მარტი გამოცხადდა “ტყეების საერთაშორისო დღედ” მისი მიზანი კი ისაა რომ სახოგადოებაში ცნობიერების დონე მეტად ამაღლდეს.
2003 წლის 21 მარტიდან ასევე სათავეს იღებს თოჯინების დღე, ამ დღის ინიციატორი კი გახლდათ თოჯინების თეატრის ირანელი მოღვაწე ჯივადა ზოლფაგარიხოსი.

21 მარტი ასტროლოგიური ახალი წელია, ყოველი ახალი წელი კი , ახალი სიახლეებით უნდა იყოს სავსე.

დღეს 21 მარტს ასევე გაზაფხულის ბუნიობაა ანუ დღეღამტოლობა.
325 წელს როდესაც ჩატარდა ნიკეას პირველი საეკლესიო კრება გაზაფხულის ბუნიობა ემთხვეოდა 21 მარტს. ამ დღეს მზე ზუსტად აღმოსავლეთიდან ამოდის და ზუსტად დასავლეთით ჩადის.

ასევე არის დამთხვებები, სწორედაც რომ დღეს 21 მარტს სავსემთვარეობაა, ეს მოვლება კი ენერგეტიკულ პიკს ან აღმასვლას უკავშირდება.

2015 წლის 21 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასი მოიგო.
დღეს ასევე ეგვიპტე , ოირდანია და ლიბანი დედის დღეს აღნოშნავენ.

დღევანდელი დღე კი როგორც ჩანს ძალინ საინტერესო დღედ ჩაიწერება კალენდარში. ახალ წლამდე დარჩენილია 285 დღე , დაე გილოცავთ იმ დღეს, რომელიც თქვენთვის გულით მისაღებია.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close