ახალი ამბები

20 მარტს დიდი ქართველი მწერლის, პოეტისა და ესეისტის ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა

20 მარტს დიდი ქართველი მწერლის, პოეტისა და ესეისტის ოთარ ჭილაძეს დაბადების დღეა

უცხოეთის ქვეყნებში არც ერთ ქართველ მწერალს არ ჰქონია იმდენი და ისეთი გამოხმაურება, რამდენიც ოთარ ჭილაძის რომანებს ჰქონდა. საფრანგეთიინგლისიგერმანიადანიაჩეხეთისლოვაკეთირუსეთიუკრაინასომხეთი – ნაწილია იმ ქვეყნებისა, სადაც ოთარ ჭილაძის შემოქმედებამ დიდი რეზონანსი მოიპოვა.

ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ – საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია ” აველუმი ” გიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება მწერლის ხსოვნის გადარჩენას ქართულ ლიტერატურაში .

ღონისძიებაზე  ოთარ ჭილაზის  პოეზიის შესახებ  ისაუბრებს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია.

ოთარ ჭილაძის ლექსებს წაიკითხავენ პოეტები და  მხატვრული კითხვის ოსტატები.

საღამო გაიმართება 20 მარტს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
დასაწყისი 18:00 სთ.

დასწრება თავისუფალია

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები