ახალი ამბებისაზოგადოება

19 ოქტომბერი-გახსენების სართაშორისო დღე საქართველოში

მდუმარების ზონა

                                                                          მდუმარების ზონა

მაია ცომაიას ბლოგი

 როდესაც ვკარგავთ ახლობელ ადამიანს ყველა გვერდში გვიდგას და გვითანაგრძნობს, მაგრამ, როდესაც ვკარგავთ ჩვილს, რატომღაც საქართველოში ამაზე ლაპარაკი მიღებული არ არის. ეს თემა ერთგვარად სტიგმატიზებურია საზოგადოების მიერ, რაც ძირითადად  დაბალი ინფორმირებით აიხსნება.      საქართველოში მრავალი ოჯახი პერინატალური დანაკარგის შემდგომ ჩუმად გლოვას ამჯობინებს, იკეტება საკუთარ თავში და ვერ უმკლავდება დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს. ნუ დავტოვებთ მათ მარტო! მივანიჭოთ ქალებს უფლება და ძალა აიმაღლონ ხმა, მოიცილონ სტიგმა და მოითხოვონ უკეთესი ზრუნვა ჯანმრთელობაზე. ვუზრუნველყოთ შესაფერისი ზრუნვა და პატივისცემა, რაც მოიცავს დანაკარგის მხარდაჭერას. შევამციროთ სტიგმა ყველა ქვეყანაში, ჯანდაცვის მუშაკებსა და საზოგადეობაში შემუშავებული განსაკუთრებული მექანიზმით.

15 ოქტომბერს  მსოფლიოს მრავალი ქვეყანა პერინატალური დანაკარგების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.  საზოგადოება პატივს მიაგებს იმ ბავშვებს ხსოვნას, რომლებიც გარდაიცვალენ მუცლადყოფნის პერიოდში ან დაბადებისთანავე. 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 15 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე აანთებენ სანთლებს, რათა გაიხსენონ პერინატალურ პერიოდში გარდაცვლილი ახალშობილები -მკვდრადშობილები და ნეონატალურ პერიოდში გარდაცვლილები

საქართველოში უკვე მე- 6 წელია  ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის ორგანიზებით აღინიშნება ეს დღე!
ამჯერად ღონისძიება ჩატარდება 19 ოქტომბერს, 15 საათზე, სამეანო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში-ვენუს ჯორჯია, დასწრება თავისუფალია და ყველას გაქვთ შესაძლებლობა ხმამაღლა ისაუბროთ არსებულ პრობლემაზე, ან მოუსმინოთ იმ ადამიანებს , რომლებმაც  დაძლიეს  მკვდრადშობადობით გამოწვეული უდიდესი ტრაგედია ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის მიერ მტკიცებით მედიცინაზე შემუშავებული ფსიქოლოგიური მეთოდებით 

ვენუს ჯორჯია- ი.ჭავჭავაძის გამზ. 33
თბილისი
ცხელი ხაზი: 2 91 01 58; 599 62 43 00

 

გახსენების საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია დავეხმაროთ ასეთ ოჯახებს (მშობლებს, ბებია-ბაბუებს, დედმამისშვილებს, ოჯახის მეგობრებს და ნათესავებს) დაძლიონ ეს ტკივილი და ვურჩიოთ, თუ როგორ იცხოვრონ ამ ტკივილის გადატანის მიუხედავად-აღნიშნავს ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი მანანა აბულაძე

მანანა აბულაძე : გახსენების საერთაშორისო დღეს საზოგადოება პატივს მიაგებს იმ ბავშვებს, რომლებმაც დატოვეს თავიანთი მშობლები და ოჯახები მუცლადყოფნის პერიოდში ან დაბადებისთანავე. გახსენების საერთაშორისო დღეს დაესწრებიან მშობლები და ოჯახები, რომლებმაც გადაიტანეს პერინატალური დანაკარგი, ასოციაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, აგრეთვე მოქალაქეები, რომელთაც სურთ თანადგომის გამოხატვა.

2019 წლის გაზაფხულზე ავსტრალიაში ჩატარებულ სამიტზე შეიკრიბა მკვდრადშობადობის პრობლემაზე  მოტივირებული ჯგუფი, ძირითადი აქცენტები გაკეთდა – მკვდრადშობადობის პრევენციაზე. შოტლანდიის მედიცინის ექსპერტმა კატერინა კალდერვუდმა გააჟღერა მეტად მნიშვნელოვანი ფრაზა: „არავის არ ათქმევინოთ, რომ რაღაც შეიძლება ვერ გააკეთო“.
50 წლის წინ მკვლევარმა ბოერმა მკვდრადშობადობის შემდგომ მეთვალყურეობას უწოდა მკვდარი წერტილი – მდუმარების ზონა.

როდესაც, ბავშვი კარგავს მშობლებს მას ობოლს უწოდებენ, როდესაც ქალი ან მამაკაცი კარგავს მეუღლეს მას ქვრივს უწოდენებ, ხოლო, როდესაც მშობელი კარგავს შვილს არ არსებობს ამ მდგომარეობის გამომხატველი სიტყვა.

BBC-ის ჯურნალისტი ფიონა კრაკი წერს: „მე ვარ დედა ბავშვის გარეშე“.

ავსტრალიის სენატში 2018 წელს მოისმინეს მოხსენება თემაზე: „ჩვენ შეგვეძლო მათი გადარჩენა“. სენატორმა კრისტინა კენერმა ამოიკითხა თითოეული მკვდრადშობილი ბავშვების სახელები, რომლებიც მიწოდებული იყო მშობლების მიერ, მათ შორის თავისი შვილის კაროლინას სახელიც. ლიბერალების პარტიის წევრმა და სენატორმა ჯიმ მოლანმა ძლივს შეიკავა ცრემლები დისკუსიის დროს , დისკუსია იყო თემაზე, თუ რა გავლენა მოახდინა მკვდრადშობადობამ მათ ოჯახებზე. განხილული იქნა ავსტრალიაში 8 თვიანი გამოკვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა მკვდრადშობადობას და აღნიშნული იქნა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგი ამ მიმართულებით არ მიუღიათ. კენელმა განაცხადა: „ ჩემი გაბრაზების მიზეზია  უშედეგობა და იმის ცოდნა, რომ მკვდრადშობადობის თავიდან აცილება შესაძლებელია მარტივი ნაბიჯების გადადგმით. განრისხება გამოწვეულია სევიდსგან, ცოდნისგან, რომ ბავშვები დაიღუპნენ იმ ქვეყანაში სადაც შეგვეძლო მათი გადარჩნა და რატომ ვერ შევძელით ეს ჩვენ? იმიტომ, რომ ჩვენ თავს ვიკავებდით მკვდრადშობადობის თემის განხილვისგან. ეს ისეთი რთული და სევდიანი საკითხია, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანამ და საზოგადოებამ გადავწყვიტეთ, რომ არ გველაპარკა და დისკუსია არ წაგვემართა ამ თემაზე. ჩვენ ვიყავით დამწუხრებულები და არ გვინდოდა, რომ მკვდრადშობადობა აღგვექვა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა.“ კომიტეტმა მიიღო 268 განაცხადი და ჩაატარა 6 საჯარო მოსმენა, რომლის დროსაც მოისმინეს შოკისმომგვრელი ისტორიები ქალებისგან, რომლებიც დაითხოვეს სამსახურიდან, რეაბილიტაციის დროს მკვდრადშობადობის ტრამვისგან. სხვებს კიდევ მოახსენეს, რომ ისინი არ იმსახურებდნენ ანაზღაურებად შვებულებას იმისთვის, რომ მათი შვილი დაიღუპა.

4 ოქტომბერს, ქ.მადრიდში გაიმართა მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსის კონფერენცია. კონფერენციაზე იმყოფებოდნენ ამ ალიანსის წევრები საქართველოდან მანანა აბულაძე (ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მეან-გინეკოლოგი,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი), ნათია შარაბიძე (მედ.დოქტორი, მეან–გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი,  ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი, კლინიკა ,,ვენუს ჯორჯიას’’ ხელმძღვანელი) და ლარისა პარკაძე (კლინიკური ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი, პერინატალური ფსიქოლოგი)

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა ნათია შარაბიძე, რომელმაც საზოგადოებას გააცნო მკვდრადშობადობის შემდგომი პერიოდის- “პლაცენტის და ნაყოფის აუტოფსიის შედეგები “. 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები