ახალი ამბებისამართალი

14 წლის წინ თბილისში ჩადენილი სასტიკი მკვლელობა – უკრაინაში ინტერპოლით ძებნილი ქართველი დააკავეს

უკრაინის პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილად გამოცხადებული ქართველი დააკავა.
35 წლის კაცი ინტერპოლის ხაზით 8 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ის ოდესაში აიყვანეს. ამ დროისთვის პოლიცია ბრალდებულის ვინაობას არ ასაჯაროებს.
უწყების ცნობით, დაკავებული თბილისში 2005 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება ედებოდა, რისთვისაც თბილისის სასამართლომ მას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული ოდესაში ყალბი პასპორტით ცხოვრობდა. ოდესის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 40 დღით წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები