ახალი ამბები

14 აპრილს დედაენის დღეა

14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქში არაერთი ღონისძიება გაიმართება.

ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.

1978 წლის მოვლენების ქრონოლოგია და ქართული დამწერლობის ისტორია თბილისის ქუჩებსა თუ შენობებში არაერთი ღონისძიების სახით გაცოცხლდება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები