ახალი ამბები

19 ოქტომბერი-გახსენების სართაშორისო დღე საქართველოში

ხმამაღლა ისაუბრეთ არსებულ პრობლემაზე

19 ოქტომბერი-გახსენების (პერინატალური დანაკარგის) სართაშორისო დღე საქართველოში
საქართველოში მრავალი ოჯახი პერინატალური დანაკარგის შემდგომ ჩუმად გლოვას ამჯობინებს, იკეტება საკუთარ თავში და ვერ უმკლავდება დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს. ნუ დავტოვებთ მათ მარტო! მივანიჭოთ ქალებს უფლება და ძალა აიმაღლონ ხმა, მოიცილონ სტიგმა და მოითხოვონ უკეთესი ზრუნვა ჯანმრთელობაზე. ვუზრუნველყოთ შესაფერისი ზრუნვა და პატივისცემა, რაც მოიცავს დანაკარგის მხარდაჭერას. შევამციროთ სტიგმა ყველა ქვეყანაში, ჯანდაცვის მუშაკებსა და საზოგადეობაში შემუშავებული განსაკუთრებული მექანიზმით.
საქართველოში უკვე მე- 6 წელია ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის ორგანიზებით აღინიშნება ეს დღე!
ამჯერად ღონისძიება ჩატარდება 19 ოქტომბერს, 15 საათზე, სამეანო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში-ვენუს ჯორჯია, დასწრება თავისუფალია და ყველას გაქვთ შესაძლებლობა ხმამაღლა ისაუბროთ არსებულ პრობლემაზე, ან მოუსმინოთ იმ ადამიანებს , რომლებმაც დაძლიეს მკვდრადშობადობით გამოწვეული უდიდესი ტრაგედია ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის მიერ მტკიცებით მედიცინაზე შემუშავებული ფსიქოლოგიური მეთოდებით
 
ვენუს ჯორჯია- ი.ჭავჭავაძის გამზ. 33
თბილისი
ცხელი ხაზი: 2 91 01 58; 599 62 43 00
კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები