ახალი ამბებიმედიცინასოციალური მედია

ან დღეების დათვლა ისწავლეთ ან პრეზერვატივი იყიდეთ

აბორტის ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისის შემდეგ აჭარაში ფიქსირდება

                                                     2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა

    მაია ცომაიას ბლოგი

     ნუ მომკლავ! სიცოცხლე საჩუქარია!  არა აბორტს! 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  2018 წელს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის 14 066 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 8 697

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს აბორტი 86 არასრულწლოვანს გაუკეთდა. ფაქტების ნახევარი თბილისში დაფიქსირდა., ხოლო  2019 წელს კი 18 წლამდე პირთათვის სამედიცინო დაწესებულებებში აბორტის 38 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ყველაზე ხშირი შემთხვევა 25-დან 34 წლამდე ასაკის ქალებში ფიქსირდება. აბორტის ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისის შემდეგ აჭარაში ფიქსირდება

შეგახსენებთ, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 მილიონ 723 ათას კაცს შეადგენს, რითაც აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებულია და ამ ფონზე აბორტების რიცხობრივი მაჩვენებელი კატასტროფულია

ვფიქრობ, აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი სოციალური პროექტები და ინფორმაციული აქტივობებია ჩასატარებელი საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან.

და ბოლოს, სხვა გზა თუ არ გაქვთ, სანამ პარტნიორთან სქესობრივ კავშირს გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს უამრავი საშუალება (პრეზერვატივები,  ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, უსაფრთხო კვირის სექსი) და მეთოდი, რომელიც თავიდან აგაცილებთ აბორტს, რომელიც ხშირად უნაყოფობის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. 

ნუ მომკლავ! უთხარი არა აბორტს! 

 

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები