ახალი ამბები

13 ივნისს, უგზო-უკვლოდ დაკარგული სერგი კაპანაძის ბებიის განცხადებით, მისი შვილიშვილი ცოცხალია

13 ივნისს თბილისში მომხადარი წყალდიდობის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა სერგი კაპანაძე. თუმცა ბიჭის ბებია აცხადებს, რომ სერგი კაპანაძე ცოცხალია.
“არის ფაქტი, ერთმანეთს სოციალურ ქსელში რაღაცეებს ვუზიარებდით . ვიღაც შეეხმიანა ჩვენს ნათესავს და მისწერა, სერგო ცოცხალიაო. მერე მე მივწერე და ისეთი რაღაცეები თქვა, რომელიც ტელევიზორში არ თქმულა. ესეიგი კარგად იცნობდა სერგოს. როგორ არ ვემუდარე ამ ბიჭს და მან მითხრა რომ 99% სერგო ცოცხალიაო. ერთ დღეს პირდაპირ მივწერე სეგო, ჩემი გაგიჟება გინდა – მეთქი? პირდაპირ მომწერა რომ დავბრუნდე სად დავბრუნდეო” – განაცხადა ბებია.
“ჩემს წინ სასწაულები მოხდა. ეს კაცი გადიოდა იმ გზას, რაც სერგომ 13 ივნისის ღამეს. ბოლოს თქვა მამაომ ლამის დავიხრჩვიო. დაადო სერგოს სურათს ხელი და ღმნერთმა დალოცოოს. დედაომ მითხრა ცოცხალია, ამან ერთი ცხოვრება დაამთავრა და მეორეს შეუდგაო. მე ერობაში სხვა ვიყავი და ახლა სხვა ადამიანი ვარო” – ამბობს ნინო თევდორაშვილი. ქალბატონი მამა ნაუმისთან იყო მისული, დარწმუნებულია, რომ ბიჭი სერგი ცოცხალია და შესაძლოა აზერბაიჯანში მდებარე წმინდა გიორგის ტაძარში სასულიერო ცხოვრებას ეწევა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები