ახალი ამბები

3 დაღუპული და 5 დაშავებული – საშინელი ავარია ავტობანზე

ავტობანზე, სოფელ რუისთან მერსედესის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
“ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, აქედან ორი არასრულწლოვანია. დანარჩენი 5 მგზავრი სხვადასხვა დაზიანებით გორისა და თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს.
გორში გადაყვანილი პაციენტებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. 14 და 16 წლის მოზარდები რეანიმაციულ განყოფილებაში მრავლობითი დაზიანებებით რჩებიან. 32 წლის ქალი კი მენჯის ძვლის მოტეხილობით სტაციონარულ მკურნალობას გადის და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მანქანაში მყოფები სომხეთის მოქალაქეები არიან. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც გამოიწვია 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები