ახალი ამბები

კახა კალაძემ თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„ყველას გვახსოვს, როგორი მძიმე მდგომარეობა იყო აღნიშნული მონუმენტის ირგვლივ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება, გამწვანდება, მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები და ხელოვნული ტბა. მონუმენტი, რომელიც გაძარცვული იყო, შარშან აღვადგინეთ. სამუშაოები, რომელზეც დაახლოებით, ოთხი მლნ ლარი დაიხარჯება, ნოემბერში უნდა დასრულდეს. ყველანი ხედავთ, თუ როგორი ტემპისა და მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილზე. ეს მაგისტრალიც მთლიანად მოწესრიგდება. გარდა ამისა, ყველანაირად განახლდება ევროპის ქუჩა, რომელიც აეროპორტისკენ მიდის. ჩვენს ქვეყანას ბევრი ტურისტი სტუმრობს და ქვეყანასთან, ქალაქთან დაკავშირებით პირველი შთაბეჭდილებები სწორედ აეროპორტიდან ექმნებათ. შესაბამისად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გალამაზებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები