ახალი ამბები

ნოზოკომიური ინფექციები- მზარდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ავადობა, ლეტალობა…

                                             ნოზოკომიური ინფექციები პოსტ-ანტიბიოტიკური ერა

მაია ცომაიას ბლოგი

მოგეხსენებათ, გადაცემა “პაციენტის დრო”-ში  ყველაზე აქტუალურ, პრობლემურ და საინტერესო თემებს მიმოვიხილავთ. ჩემი გადაცემის სტუმრები არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები , რომლებიც ხმამაღლა და დაუფარავად  საუბრობენ მედიცინაში არსებულ პრობლემებზე, ძირითადად ამახვილებენ ყურადღებას პაციენტის უსაფრთხოებასა და სანდოობაზე, მსჯელობენ  გადაჭრის მექანიზმებზეც.

ამჯერადაც მეტად აქტუალური თემით დამაინტერესა ჩემი რუბრიკის სტუმარმა, გიორგი გაგუამ (თსსუ-ს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრი, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი,  ჯიპას კურსდამთავრებული),  რომელიც 28 მაისს, 19 საათზე  გადაცემის სტუმარიც იქნება.

ყველას გექნებათ საშუალება პირდაპირ ეთერში კითხვა დაუსვათ მას ან მოგვწეროთ გადაცემის მსვლელობისას რადიო საქართველოს ხმის ფეისბუქ გვერდზე. 

გიორგი გაგუა-თსსუ-ს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრი, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი,  ჯიპას კურსდამთავრებული

-გიორგი პირველ რიგში გავაცნოთ მკითხველს რა არის ნოზოკომიური ინფექციები და როგორია სტატისტიკა სხვა ქვეყნებში და საქართველოში

ნოზოკომიური, ანუ საავადმყოფოს შიდა ინფექციები არის ისეთი ინფექციები, რომელსაც ავადმყოფი იძენს სამედიცინო დაწესებულებაში (Healthcare associated infections HAIS) ჯანდაცვის სისტემასთან ასოცირებული ინფექციური აგენტებია:
Acinetobacter, Burkholderia Cepacia, Clostridium difficile, Enterobacteriaceae (კარბაპენემრეზისტეტნტული), ჰეპატიტეტი, HIV, Influenza, Klebsiella და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციისას ნოზოკომიური ინფექციის მაჩვენებელი, დაახლოებით, 65%-ს აღწევს

რატომ არის მნიშვნელოვანი ნოზოკომიურ ინფექციებზე ყურადღების გამახვილება

– ის არის მზარდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა, რომელსაც შეუძლია გაზარდოს: ავადობა, ლეტალობა, გახანგრძლივებული საწოლდღეების რიცხვი, დანახარჯები და შეამციროს სიცოცხლის ხარისხი. აშშ-ში 1,7 მლნ HAI-ს შემთხვევა ფიქსირდება წელიწადში, 99, 000 სიკვდილობის, ხოლო ეკონომიკური
დანახარჯები 4,5-4,7 მილიარდ დოლარს აღწევს. (Klevens, Edwards, Richards, et. Al.
Pub Health Rep. 2007) 4th Decennial International Conference on Nosocomial and HAI in Atlanta, 2000) ჰორიზონტზე ჩანს რეზისტენტობის ზრდა, ანტიბიოტიკების მარაგის ამოწურვა და პოსტ-ანტიბიოტიკური ერის მოახლოვება. სტაფილოკოკური
ინფექციები დღესდღეობით ბევრი ანტიობიოტიკის მიმართ რეზისტენტულია. მაგ.
მეტიცილინი და ვანკომიცინი ჰოსპიტალიზაციის გახანგრძლივებისა და, ზოგჯერ,
სიკვდილის მიზეზი ხდება. საქართველოში 2009 წელს 318 872 პაციენტი იქნა
ჰოსპიტალიზებული, აქედან 6500-ს პაციენტში დაფიქსირდა ლეტალური გამოსავალი.

ნოზოკომიური ინფექციები სხვადასხვა სახით ვლინება, ესენია:

ვენის კათეტერთან ასოცირებული ინფექცია (CLABSI), არის მაღალი ლეტალობის მქონე ნოზოკომიური ინფექცია. მისგან გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი მერყეობს 12-25%-მდე.  გახანგრძლივებულმა საწოლდღეებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინფექციები და გაზარდოს მოვლის ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ CLABSI 46%-ით შემცირდა აშშ ჰოსპიტლებში 2008-2013 წლებში, ყოველწლიურად რეანიმაციაში (ICU) და სხვა მწვავე მოვლის განყოფილებებში ყოველწლიურად CLABSIს 30,100 შემთხვევა აღირიცხება.კათეტერთან ასოცირებული საშარდე ტრაქტის ინფექცია(CAUTI) არის ყველაზე უფრო გავრცელებული ტიპის ნოზოკომიური ინფექცია გლობალურად. ჰოსპიტალების სტატისტიკაზე დაყრდნობით 2011-ში UTI-ს შეადგენდა 12%-ს რეგისტრირებული დაავადებებისა.[7] CAUTI-ის იწვევს ენდოგენური მიკროფლორა.

ამ შემთხვევაში შეიძლება კათეტერი ინფექციის გამტარი გახდეს?

-დიახ, შესაძლოა, ხოლო არასრულყოფილი დაცლის შემთხვევაში შარდი კავდება შარდის ბუშტში, რაც ბაქტერიების გამრავლებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. CAUTI-ს შეიძლება მოჰყვეს ისეთი გართულებები, როგორიცაა: ორქიტი, ეპიდიდიმიტი და პროსტატიტი მამაკაცებში, პიელონეფრიტი, ცისტიტი და მენინგიტი, ზოგადად ქირურგიული განაკვეთის  ინფექციები(SSI) – არის ნოზოკომიური ინფექციები, რომლებიც მერყეობს ოპერირებული პაციენტების 2-5%-ში. ეს ინფექციები ნოზოკომიურ ინფექციათა გავრცელების მხრივ მეორე ადგილზეა და ძირითადად გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკით. ეს ინფექციები ახანგრძლივებს ჰოსპიტალიზაციას და ზრდის სიკვდილობისს რისკს. ამ ინფექციების გამომწვევი პათოგენები პაციენტის ენდოგენურ მიკროფლორაში მოიპოვება. პროცედურის ტიპის და ზედამხედველობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე შესაძლოა შემთხვევათა 20%-ში განვითარდეს.

ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონია  – არის ნოზოკომიური პნევმონია, რომელიც, დაახლოებით, 9-27%-ში გვხვდება მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტებში ვითარდება ინტუბაციიდან 48 სთში. 86% ნოზოკომიური პნევმონების დაკავშირებულია ვენტილაციასთან. სიცხე, ლეიკოპენია და ბრონქული ხმაური VAP-ის ზოგადი სიმპტომებია. ორი მნიშვნელოვანი HAI – HBV და HCV ინფექციების მაღალი პრევალენტობა ზრდის მათი გადაცემის რისკს ჯანდაცვის დაწესებულებებში.

 პს. ნოზოკომიური ინფექციები წარმოადგენს მზარდ გლობალურ გამოწვევას, ის ხდება ერთერთი პრიორიტეტული საკითხი საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც გადაუდებლად საჭიროებს ზედამეხდველობის სისტემის გაუმჯობესებასსრულყოფილი ინფექციების კონტროლის სისტემის შექმნასანტიბიოტიკების მიზანმიმართული გამოყენების პროგრამის გაგრძელებას და  ჯანდაცვის მუშაკებში ლაბორატორიული სისტემების გაუმჯობესებას

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები