ახალი ამბებიპოლიტიკა

1 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულება ენმ-მ მიიღო

2018 წლის 1 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 770,146 ლარი შეადგინა. ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს.

ყველაზე მეტი შემოწირულება – 345,476 ლარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 293,156 ლარით, ხოლო სალომე ზურაბიშვილი მესამე ადგილზეა 109,021 ლარის შემოწირულებით.

აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც ფულად და არაფულად შემოწირულებებს, ასევე საწევრო შენატანებს.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply