ახალი ამბებიმსოფლიო

შვეიცარიაში მგზავრს მატარებელში ოქროებით სავსე ჩანთა დარჩა

არც თუ იშვიათად ხდება, რომ ადამიანებს რჩებათ ისეთი ნივთები მატარებლით მგზავრობისას, როგორებიცაა ტელეფონი, საფულე, ყურსასმენები, თუმცა ნაკლებ წარმოსადგენია, მგზავრს ოქროებით სავსე ჩანთა დარჩეს ვაგონში.

სწორედ ამგვარი შემთხვევა მოხდა შვეიცარაიაში- მგზავრს ოქროს ზოდებით სავსე ჩანთა დარჩა- პოლიცია იძიებს თუ ვინ შეიძლება იყოს პატრონი ძვირფასეულობით. ამ დრომდე მიმდინარეობს მოკვლევა 3 კილოგრამამდე ოქროულობის მეპატრონის დასადგენად. აღნიშნული შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში მოხდა. ძვირფასეულობა 191 000 $-ისაა, რომელიც წმინდა გალენსა და ლუცერნის ხაზის მატარებლის ვაგონში იქნა აღმოჩენილი.

მფლობელს აქვს უფლება 3 წლის ვადაში გამოეხმაუროს ლუცერნის პროკურატურას, რათა დაკარგული ძვირფასეულობა დაიბრუნოს.

უცნობია თუ როგორ გადაამოწმებენ სამართალდამცავი უწყებები მეპატრონეთა განცხადებას ძვირფასეულობის საკუთრებასთან დაკავშირებით.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები