ახალი ამბები

შაკო კუჭაშვილი: ხალხო ვკვდებით და ვერ ვხვდებით!

რამდენიმე წელია თბილისი ერთ-ერთი დაბინძურებული ქალაქია მსოფლიოში, ახლა ვიგებთ რომ ჰაერში ტყვიის შემცველობა დადასტურდა, ამდროს ხელისუფლება პასუხად აუქმებს გარემოს დაცვის სამინოსტროს. ბიუროკრატული ხარჯების შემცირება თუ უნდოდათ,გადმოსულიყვნენ ჯიპებიდან და ველოსიპედებით ევლოთ . ეს დამოკიდებულება შემაშფოთებელია, მით უფრო რომ დღეს თბილისსა თუ ბათუმში სამშენებლო ბუმია რაც ჰაერზე დამატებით ზეგავლენას ახდენს. აუცილებელია ავტომობილთა კატალიზირება, საწვავის ხარისხის კონტროლი და დამატებითო რეკრეაციული ზონების შექმნა, რაც არხდება, ან ხდება არახარისხიანად. როდემდე ვაპირებთ ასე ყოფნას? ნახევარი თბილისი ჰიპოქსიითაა დაავადებული(მათ შორის მეც) ჟანგბადის უკმარისობის გამო . აი ამ პროცეს ჰქვია ვკვდებით და ვერ ვხვდებით.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply