ახალი ამბები

შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული

შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში წერია, ამ წუთებში, დაფიქსირებულია 5-ბალიანი შტორმი, ხოლო ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს.

შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

„კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება; ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს.

გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს.

აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე.

მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00 საათიდან – 14:00 საათამდე საზღვაო მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე გამოიყვანეს უვნებლად“, – წერია განცხადეაბაში.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply