ახალი ამბებიბიზნესიეკონომიკა

ქართული ღვინის ექსპორტი, 8 თვის მონაცემებით, 16%-ით გაიზარდა

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 16%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 125,5 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25% შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 79% (170700 ბოთლი), პოლონეთი – 31% (2121474), დიდი ბრიტანეთი – 17% (52732), აშშ – 2% (291640), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი – 390% (84 654), ჩეხეთი – 65% (30456), გერმანია – 32% (339370), ნიდერლანდები – 25% (42735), ლიეტუვა – 12% (280338), ლატვია – 12% (1077696), ესტონეთი – 2% (336302) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი – 81% (140370), უკრაინა – 40% (6070218), ყაზახეთი – 36% (2313378), რუსეთი – 17% (33270854), ბელარუსი 12% (1012062) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33270854), უკრაინა (6070218), ჩინეთი (4113328), ყაზახეთი (2313378) და პოლონეთი (2121474).

ამასთან, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 8 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 9% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238,9 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 80%. სულ ექსპორტირებულია 692,4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 198,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply