ახალი ამბებიბიზნესიეკონომიკა

ქართული კომპანიები ჩინეთიდან 20 მლნ დოლარის კონტრაქტებით დაბრუნდნენ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 5-10 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (China International Import Expo – CIIE) გაიმართა, სადაც საქართველოს საგამოფენო სივრცე გამოეყო.

გამოფენის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მონაწილეობა მიიღო 52-მა კომპანიამ, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა, რომლებმაც თავიანთ საექსპორტო პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნეს და ბიზნესკავშირები დაამყარეს საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან. როგორც სააგენტოში განმარტავენ, გამოფენა იყო მასშტაბური და წარმატებული ქართული კომპანიებისთვის, რადგან უკვე გაფორმებულია 20 მლნ დოლარის ხელშეკრულებები.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს არ არის საბოლოო შედეგები და ციფრები, რადგან ბევრი კომპანია ახლაც აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

წყარო: imedinews.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply