ახალი ამბებიპოლიტიკასამართალი

უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

თბილისის მთავარ სამმართველოში ლიხაურის ქუჩაზე დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

წყარო: ipn.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply