ახალი ამბებიბიზნესიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკა

უახლოეს მომავალში ფინანსური კრიზისია მოსალოდნელი

ორი მსოფლიო ეკონომიკური ტიტანის, ჩინეთის და შეერთებული შტატების სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომისტების განხილვის საგანია.

შეერთებული შტატები ტარიფს ტარიფზე უმატებს ჩინეთს, ჩინეთი კი საპასუხო სანქციებით იმუქრება.

უდიდესი ტრანს–ნაციონალური კომპანიების ფინანსური აღმასრულებლები სავაჭრო შეთანხმებების გადახედვას და სავაჭრო ომებს პესიმისტურად უყურებენ. ფინანსური ორგანიზაციები და თრეიდერებიც ელოდებიან პოლიტიკურ სტაბილურობას სანამ კაპიტალის მასობრივ დაბანდებას დაიწყებენ.

ასეთი პესიმისტური განწყობები აღმასრულებლებს და ფინანსურ ორგანიზაციებს შორის, როგორც წესი იწვევს ხარჯების შემცირებას დიდ ინდუსტრიებში სანამ ბაზარი არ დასტაბილურდება ახალი სავაჭრო შეთანხმებებით, რაც თავის წილ იწვევს დასაქმებულთა ხელფასების ან რაოდენობის შემცირებას, ანუ საშუალო ფენის მყიდველუნარიანობის ვარდნას და საბოლოოდ ეკონომიკურ რეგრესს.

“აღმასრულებელი ფინანსისტებს შორის ოპტიმიზმი ჯერ კიდევ არსებობს თუმცა, სავაჭრო ომის დაწყების შემდეგ ნელნელა მცირდება და წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია” – აცხადებს სენდი კოქრელი, კვლევის დამკვეთი ორგანიზაციის “დელოილ გლობალის” წარმომადგენელი. როკქელის თქმით, ფინანსური აღმასრულებლებისთვის მთავარი რისკები საერთაშორისო ვაჭრობა და მზარდი პროცენტებია ფინანსურ ვალდებულებებზე.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply