ახალი ამბები

ტრენინგი სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის

საადვოკატო ბიურო „T&M Consulting“-ისა და სასწავლო ცენტრის – სამართლისა და პოლიტიკის სკოლის წარმომადგენლებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის, ორ დღიანი ტრენინგი ჩაატარეს, რომელიც ეხებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შრომის კოდექსის მოქმედების ფარგლებს სსიპ–ში დასაქმებულებზე.

შეგახსენებთ, რომ იგეგმება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ახალი რეგულაციების ამოქმედება. სწორედ ამ კუთხით ძალზედ აქტუალურია განისაზღვროს, სად გადის ზღვარი შრომის კოდექსისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სსიპ–ებზე გავრცელების ფარგლებს შორის.

ტრენინგს უძღვებოდნენ 10 წლიანი სამოსამართლეო პრაქტიკის მქონე იურისტი, თამაზ ურთმელიძე და საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ელგუჯა მაკალათია.

საადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting” და სასწავლო ცენტრი – სამართლისა და პოლიტიკის სკოლა აგრძელებს მსგავსი ხასიათის ტრენინგების ორგანიზებას საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის.

პროექტი განხორციელდა ,,ევროკავშირი საქართველოსთვის” ფინანსური მხარდაჭერით.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply