ახალი ამბებიმსოფლიო

ტრამპი ირანს ეკონომიკური კატასტროფით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ეკონომიკური კატასტროფა ელოდება და ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს – ირანმა ვაშინგტონთან ახალ ყოვლისმომცველ შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი ბირთვულ პროგრამაზე. ქვეყნის მეთაურის ამ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

„ჩვენი მიზანია რეჟიმი ვაიძულოთ გააკეთოს არჩევანი: ან შეწყვიტოს ბოროტი განზრახვებით მოქმედებები, ან – გააგრძელოს სვლა ეკონომიკურ კატასტროფამდე“, – აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, აშშ ყოველთვის მზად არის ირანთან ახალი შეთანხმებისთვის, რაც მას ბირთვულ იარაღამდე გზას სამუდამოდ მოუჭრის.

ტრამპმა ირანს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები თავიდან დაუწესა. სანქციები ირანის ენერგეტიკულ, საზღვაო გადაზიდვებსა და საბანკო სფეროებს შეეხება.

შეზღუდვები 5 ნოემბრიდან ამოქმედდება.

წყარო: imedinews.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply