ახალი ამბებიმსოფლიო

სირიაში კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის” წევრები დაიღუპნენ

სირიაში კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები დაიღუპნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა“ავრცელებს. გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ექვსი რუსი დაქირავებული მებრძოლი სირიის კრიმინალური პოლიციის ყოფილ შენობაში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა.

მომხდარის შედეგად სულ დაიღუპა 11 ადამიანი. აქედან 5 სამხედრო მოსამსახურე სირიის სამთავრობო ძალების წარმომადგენელი იყო. სირიაში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვას სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრიც ადასტურებს.

წყარო: რუსთავი 2

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply