ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს ჰიმნი, ფერადი ბუშტები და დაბრუნების იმედით მისული ახალგაზრდები ენგურის ხიდზე

27 სექტემბერს, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ენგურის ხიდამდე ფეხით ჩავიდა და აფხაზებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ აფხაზეთი საქართველოა . ენგურის ხიდზე, საქართველოს ჰიმნი მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა შეასრულა. კომპანია “სიურპრიზების საამქრო” შეუერთდა ერთი კაცის აქციას და ენგურის ხიდზე მივიდა. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ყოველ 27 სექტემბერს მივიდეს ენგურის ხიდზე და ცაში აუშვას საქართველოს დროშის ფერი ბუშტები, სიმბოლოდ იმისა, რომ ოდესღაც დავბრუნდებით და დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply