ახალი ამბებიმსოფლიოსამართალი

სან-ფრანცისკოში თევზის ავზში ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც თავი არ აქვს

სან-ფრანცისკოში თევზის ავზში ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც თავი არ აქვს. ცხედარი სავარაუდოდ 65 წლის ბრაიან ეგს ეკუთვნის, რომელიც გასული თვის ბოლოდან დაკარგულად ითვლებოდა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრაიან ეგის მეზობლებმა მის სახლთან „საეჭვო აქტივობა“ შეამჩნიეს და პოლიციას შეატყობინეს. პოლიციამ ცხედარი მაძებარი ძაღლების გამოყენებით აღმოაჩინეს.

პოლიციის განცხადებით, როდესაც ბრაიან ეგის გაუჩინარების შესახებ პირველად მიიღეს ინფორმაცია, პოლიციის ოფიცერმა მის სახლში განახორციელა სატელეფონო ზარი, თუმცა არავინ უპასუხა. შემდეგ, პოლიციას საეჭვო გარემოებები არ შეუმჩნევია.

14 აგვისტოს მეზობლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ბრაიან ეგის სახლთან „დანაშაულის ადგილის დასუფთავების კომპანიის კერძო ავტომობილი“ შეამჩნიეს საეჭვო ადამიანთან ერთად. პოლიციამ აღნიშნული პირი დააკავა და ბრაიან ეგის სახლში შევიდა. თავად ეგის კვალი სახლში არ შეიმჩნეოდა, თუმცა პოლიციამ შეამჩნია სპეციალური საწმენდი საშუალებები და „უცნაური სუნი“.

მომდევნო დღეს, პოლიციამ უფრო დეტალური ჩხრეკა ჩაატარა სახლში, რა დროსაც მათ ცხედარი აღმოაჩინეს თევზის ავზში, რომელიც სახლის „მიმალულ ადგილას“ იყო განთავსებული.

პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა და ბრალი წარუდგინა მკვლელობაში, თაღლითობაში, ქურდობაში და კიდევ სხვა დანაშაულებში, თუმცა, პროკურორმა საქმე სასამართლომდე არ მიიყვანა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.

მკვლელობის საქმე გახსნილი ჯერ-ჯერობით არ არის და პოლიციამ მოუწოდებს ნებისმიერს, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ბრაიან ეგთან, პოლიციაში გამოცხადდეს.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply