ახალი ამბები

სალომე სამადაშვილი – რუსეთის ოფიციალური პირები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ბინძურ კამპანიაში არიან ჩართული

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ანტიკამპანია მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, აღნიშნული კამპანია ჯერ კიდევ რუსეთის მიერ დაქირავებულმა ჟურნალისტმა წამოიწყო, როცა შესაბამისი პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

„დღეს უკვე, რუსეთის ოფიციალური პირები ძალიან ბინძურ კამპანიაში არიან ჩართული. ეს არის კლასიკური ხელწერა იმის, რუსეთის სპეცსამსახურები როგორ ცდილობენ, რუსეთის სამეზობლო ქვეყნებში, კერძოდ, ნატო-ს ასპირანტ სახელმწიფოებში პანიკა შექმნან, სრულიად მცდარი ინფორმაცია გაავრცელონ და შეეცადონ, საზოგადოებრივი აზრი ნატო-ს, ევროკავშირისა და ამერიკის წინააღმდეგ განაწყონ. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ეს პროცესია”, – განაცხადა სამადაშვილმა.

გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply