ახალი ამბებივიდეომსოფლიო

რუსი მაშველები, თვითონ გახდნენ საშველები

რუსი მაშველები, რომლებიც მამაკაცის გადარჩენას ცდილობდნენ, თვითონ გახდნენ გადასარჩენები.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კურიოზული ვიდეო, სადაც ასახულნი არიან რუსი მაშველები- მოქმედება სოჭში ხდება, რომელიც ფეისბუქზე ჟურნალისტმა რუსტემ ადაგამოვმა განათავსა. „ სანამ მსგავსი რამ ხდება, საჭიროა ისევ ივარჯიშოთ „- განაცხადა ადაგამოვმა.

გამოქვეყნებულ ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ ამოყირავდნენ მცურავი ნავიდან მაშველები, რომლებიც ოპერატიულად ცდილობდნენ უმოკლეს დროში გაეცურათ პოტენციური მსხვერპლისკენ. პუბლიკაციას ძალზე სახალისო კომენტარები მოყვა ფეისბუქ მომხმარებელთა მხრიდან – „მალიბუს მაშველები უკვე იგივე ხალხი არ არიან“, „შენ შეგიძლია დაფაზე როსკოსმოსი დააწერო და არაფერი შეიცვლება“; „წმინდა რუსეთი ამგვარად ცხოვრობს“ , „ჯანდაბა, ისინი მშვიდ ზღვაშიც კი იხრჩობიან“ ; ირგგვლივ პროფესიონალები არიან.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები