ახალი ამბები

რუსი აგენტები შვეიცარიის ქიმიური ლაბორატორიიდან მონაცემების მოპარვაში დაადანაშაულეს

ორი რუსი ჯაშუში ნიდერლანდებში დააკავეს და რუსეთში გააძევეს. ინციდენტი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მედიისთვის ახლა გახდა ცნობილი.

გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ორი მოქალაქე ნიდერლანდებიდან შვეიცარიაში მიემგზავრებოდა, სადაც ქალაქ შპიცის ლაბორატორიის შესახებ მონაცემების მოპოვებას გეგმავდა.

ეს ლაბორატორია, სირიაში ქიმიური იარღით განხორციელებული თავდასხმებისა და სოლსბერიში სკრიპალების მოწამლვის საქმის გამოძიებაში მონაწილეობს. მანამდე, აღნიშნული ლაბორატორია კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა.

შვეიცარიის დაზვერვის ფედერალური სამსახურის ადგილობრივ გამოცემა Tages-Anzeiger-ის ცნობით, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, რომლებსაც ბრიტანეთის პოლიცია სკრიპალების მოწამვლაში ადანაშაულებს, ტურისტული მიზნით შვეიცარიას ეწვივნენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ აგენტები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ლაბორატორიაში შპიონაჟში, პეტროვი და ბოშიროვი არ არიან.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply