ახალი ამბებიპოლიტიკა

“როგორც ჩანს, გაბუნიას მკვლელობა სიმბოლურად პუტინის გინებიდან ერთი წლის თავზე იგეგმებოდა”- თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ვარაუდობს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია სიმბოლურად მის მიერ ვლადიმერ პუტინის პირდაპირ ეთერში გინებიდან ერთი წლის თავზე იგეგმებოდა.

“იქიდან გამომდინარე, რომ ახლა დააკავეს ეს ადამიანი, როგორც ჩანს, იგეგმებოდა ეს მკვლელობა, მე მაინც მგონია, წლისთავზე, ვგულისხმობ ერთი წლის შემდეგ, მას მერე, რაც გაბუნიამ აგინა პუტინს. არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და შესაბამისად გასაგებია, რომ იმათ დესტაბილიზაცია უნდათ, მაგრამ მე მაინც მგონია, სიმბოლური აქტი იქნებოდა, რომ ერთი წლის შემდეგ მოეკლათ”, – აცხადებს შარაშენიძე.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები