ახალი ამბებისაზოგადოება

“რაც ჩემს სახლში ბოზები და „ნაშები“ მიმიყვანია, მაგდენი თმა არ გვაქვს თავზე” – ბორის ბედია

ბორის ბედიას უკრაინაში შვილი ჰყავს, რომელიც ახლა ოთხი წლისაა. ბავშვის დედა ბორისს ბავშვს არ აჩვენებს და ალიმენტს სთხოვს. დავა ისევ გრძელდება, ბორისი კი დათმობას არ აპირებს. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს

ბორის ბედია: ხდება, ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ, მაგრამ ღვთის წყალობით, ბავშვი არის და რომ იტყვიან, მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი. მაგას ეგონა, ვალერი მელაძეს რომ რუსეთში ჰონორარები აქვს, ისე მაქვს აქ მეც. მე რომ რუსეთში დავბადებულიყავი, წამყვანი მომღერალი ვიქნებოდი – რა ბასკოვი, რის ბასკოვი. ძალიან მაგრად ვიქნებოდი და მერე ან ალა პუგაჩოვას მოვიყვანდი ცოლად, ან სოფია როტარუს. აქ ალიმენტებზეა საუბარი. ერთი პროცესი დარჩა და გადაწყდება. ვფიქრობ, ქალური ამბავია, მაგ გოგოს არც მატერიალურად უჭირს, ახალგაზრდა ლექტორია ეკონომიკის დარგში. ჩემთან შედარებით მილიარდჯერ მეტი საშუალება აქვს. მე დროებით უმუშევარი ვარ.

– ბავშვის ნახვა თუ გიცდია, გაჩვენებთ?

– არ მანახებს, ბავშვის სურათებს „ფეისბუქზეც“ არ დებს. მინდა ბავშვის ნახვა. მალე ოთხი წლის გახდება, მან რომ სურათები დადოს, ბავშვის მიმართ მეტი სითბო და სიყვარული გამიჩნდება. თუ საშუალება მექნება, შეიძლება ჩავიდე, ვნახო კიდეც. მერე, რომ წამოიზრდება, აქეთ ჩამოვა და ჩემთვის ყოველთვის უფროსი შვილი იქნება. დედამისს შევთავაზე, როცა მექნება 100 000-საც გამოგიგზავნი და მოდი, ნუ დავახრჩობთ ერთმანეთს-მეთქი. არაო, 1 500 დოლარი ან სასამართლოში ვიომოთო. გინდა ომი, ვიომოთ-მეთქი. კარგი რა, ცოლ-ქმარი შორდება და ჩვენ, უბრალოდ, ვმეგობრობდით, რა მოხდა მერე. ეტყობა, არ იყო ჩემი ბედი.

– როგორც ამბობს, ცოლობას ჰპირდებოდი, მართალია?

– იმან თქვა, რომ ცოლად მომყავდა. რა ურთიერთობებზეა საუბარი. ერთ კვირას მოიცავს ჩვენი ურთიერთობა. დედას გეფიცები, თუ მეთქვას, რომ აბორტი გაიკეთე-მეთქი, ეს იგივე მკვლელობაა. მერე ეკლესიაში როგორ ვიარო. ადვოკატი ჰყავს „მოვლენა“, გადაცემაში ტყუილები ილაპარაკეს. თქვა, რომ მამამისის სასაფლაოზეც ვიყავიო. რაც მისმა ადვოკატმა მოყვა, მაგ სიმართლით იაროს მაგან მთელი ცხოვრება. ისეთები თქვა, ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, ადვოკატს და იმ გარეწარ ქალს, მაგ ტყუილების გამო და იმაზე, რაც მან გააკეთა, სისხლის სამართლის საქმეს ავუგორებდი და ციხეში ჩავასმევინებდი. რაც ჩემს სახლში ბოზები და „ნაშები“ მიმიყვანია, მაგდენი თმა არ გვაქვს თავზე, მაგრამ რა ვქნა. ყველა ცოლია? ეს გოგო მძიმე შემთხვევა აღმოჩნდა. რამდენი გოგო ყოფილა, მაგრამ ყველას კარგად დავშორებივარ. უკრაინაშიც ხედავდა, ხან ერთი გოგო მოვიდოდა, ხან მეორე. თუ ჩემი ცოლობის გეგმა ჰქონდა, ხომ უნდა მიმხვდარიყო, რომ ჩემნაირ ადამიანთან ბედნიერი ვერ იქნებოდა. ტვინი არ უნდა ჰქონდეს ქალს?

წყარო “თბილისელები”

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply