ახალი ამბებიპოლიტიკა

“პოლიტიკური კატასტროფა ოცნებისთვის…რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, გიორგი გაბუნია უფრო დაცული იქნება ამ ძალადობისგან”- გიგი უგულავა

გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე – “ევროპულ საქართველოში” მიჩნევენ, რომ გამოძიების გარდა, აუცილებელია საერთაშორისო პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის პარტნიორების ჩართვა.

გიგი უგულავა თქმით, რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, გიორგი გაბუნია უფრო დაცული იქნება ამ ძალადობისგან:

“პოლიტიკურად ეს არის კატასტროფა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების იქნება თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დავალებით შეიძლება ასეთი რამ შენს ქვეყანაში ხდებოდეს. მთავარი პრობლემა ახლა არის ის, რომ თუ ჩვენ ამ პრაქტიკას გავითვალისწინებთ ჩვენი ხელისუფლების და მართლმსაჯულების და თუ ავიღებთ მაგალითად, გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს, იქიდან მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ, რომ ეს ხელისუფლება, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტს ეხება საქმე, საქმეებს იძიებს, როგორც თითქოს ეხება მეორეხარისხოვან მოქალაქეს და ეს არის პრობლემა. ანუ თუ ვიღაც ოპოზიციის მომხრეა, ის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა და მისი საქმის გარშემო გამოძიება შეიძლება იყოს “მიფუჩეჩებული”, ისევე, როგორც მოხდა თარგამაძის შემთხვევაში – “რა მოხდა?” აი, ასეთი ტონალობით და “ქართული ოცნების” მომხრეებსა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში ეს – “რა მოხდა გიორგი გაბუნიაა”, ეს ტონალობა უკვე იგრძნობა, ეს არის კატასტროფა, იმიტომ, რომ თუ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” დააკანონებენ ამ ქვეყანაში, რომ ვიღაცები ვართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, ეს მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ანახებენ მათ, ვისაც თავი ელიტა ჰგონია და რომ „ყველაფერი უბედურება ამათ და ყველაფერი სიკეთე ამათ“- ასე ქვეყანა ვერ აშენდება და წინ ვერ წავა. ამიტომ ძალიან მკაფიო ნაბიჯები არამარტო გამოძიების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გაფანტოს ეს ლეგიტიმური ეჭვი. საქართველოში მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არ იქნებიან და ყველა ეს მოქალაქე სახელმწიფოსგან უნდა იყოს დაცული ერთნაირად და საიმედოდ“… იმისთვის, რომ სურათი უფრო ფართო და ნათელი იყოს და რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, მით უფრო ნაკლებად მოხდება ასეთი რამ და მით უფრო, ამ შემთხვევაში გიორგი გაბუნია დაცული იქნება ამ ძალადობისგან”, – განაცხადა უგულავამ.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები