ახალი ამბებივიდეომსოფლიოსაზოგადოებასამართალისოციალური მედია

პარიზული სოლიდარობა

ფრანგული სოციალური ქსელი და ცენტრალური მედია აქტიურად განიხილავს გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც პარიზის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი სილას ურტყამს ახალგაზრდა მამაკაცს. მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციამ, ბოდიში მოიხადა მომხდარი ფაქტის გამო და დისციპლინარული სასჯელის შესახებ ისაუბრა რომელიც, სავარაუდოდ იქნება მძღოლის სამსახურიდან დათხოვნა.

ტრანსპორტის თანამშრომლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს მძღოლის მხარდამჭერი პეტიცია რომელიც უკვე ასობით ათას მხარდამჭერს აერთიანებს. საზოგადოება ითხოვს არ დაისაჯოს ავტობუსის მძღოლი.

თვითმხილველთა განცხადებით, ახალგაზრდამ გზაზე გადაირბინა რითაც საფრთხე შეუქმნა საკუთარ თავს და ავტობუსის მგზავრებს, შემდეგ კი მძღოლს შეაგინა. გავრცელებულ ვიდეოზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორ ჩამოდის მძღოლი და სილას ურტყამს ახალგაზრდას.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply