ახალი ამბებისაზოგადოება

ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ყოფილ დეპუტატ ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ძმამ, გიორგი რურუამ გაავრცელა.

მისივე ინფორმაციით, პანაშვიდი დღეს, ზანდუკელის 21 -ში გაიმართება, ხვალ კი, ვერის სასაფლაოს ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც მოხდება 15:00 საათზე დაკრძალვა.

„ასე ვამჯობინეთ დედაჩემის მდგომარეობიდან გამომდინარე“, – წერს ნიკა რურუას ძმა.

ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

წყარო: ipn.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply