ახალი ამბებიმსოფლიო

ნატომ უკრაინა გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობის მონაწილედ ცნო – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინა გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობის მონაწილედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ეს დღე დადგა. ღრმად მადლიერი ვარ ჩვენი პარტნიორების ალიანსში, რომელთაც ეს შესაძლებელი გახადეს. უკრაინამ საბოლოოდ მოიპოვა დამსახურებული ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები