ბიზნესიეკონომიკამედიცინამსოფლიოპოლიტიკა

ნარინჯისფერი სპილო წითელი ვეფხვის წინააღმდეგ

როდესაც ჯუნგლებში ომია, ბალახი ყველაზე მეტად იჩაგრება – აზიური გამოთქმა.

საქართველოს ხმის ერთგულ მსმენელს, მკითხველს და მაყურებელს ალბათ ემახსოვრება ჩვენი დაჟინებული ინტერესი საქართველოს და მსოფლიო ეკონომიკის მიმართ.

პრინციპით, ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია ვიწყებთ ეკონომიკური ფსიქო-ჰოროსკოპული ფსეუდომეცნიერების შექმნა-შესწავლას.

თუ გამჩენის თქვენზე მშობიარობა დაიყო 1991 წლის 9 აპრილს და როგორც იქნა დასრულდა 1991 წლის 25 დეკემბერს, მაშინ გილოცავთ! თქვენ საქართველო ხართ.

საქართველოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქვეყნებს, დიდი წარსული, ხშირად გაუგებარი წესჩვეულებები და ამაყი ხალხი აერთიანებს.

დროის უკუღმართობამ რომელიც ასე ხშირია ამ სასიკვდილო კომბინაციის შემთხვევაში, თქვენ დაბადებიდან გარგუნათ სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილი, ომები, სამოქალაქო ომი, კორუპცია ყველგან, დაწყებული ნაგვის მანქანიდან დამთავრებული ანტი-კორუპციული სამსახურით. რადიკალურად პოლიტიზირებული, ეროვნება ახალ-თვითშეცნებული ხალხით და ისევ ამ სამი რამის მკვებავი და დამაჯალიდოვებელი ძლევამოსილი ეკლესიით სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია დაიკმაყოფილოს წარსულის სიდიადის შეგრძნება, დაემორჩილოს ყველა წეს-ჩვეულებას და იამაყოს ზებუნებრივად იმით, რომ ამას აკეთებს.

ამიტომ, გასაკვირი ის იქნებოდა თქვენ რომ არ იყოთ ეკონომიკური საგიჟეთი.

რადგან ჩვენი ზოგადი დახასიათება უკვე გავიგეთ ვარსკვლავებისგან, დროა დავიწყოთ მომავალზე ფიქრი, რას და როგორ ვუყურებთ, გააზრება, ცოდნა იმის, როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩვენივე ინტერესების მქონე იმ ადამიანებთან რომლებსაც თანამოქალაქეებს ვეძახით.

უახლოეს მომავალში, გველის ეკონომიკური განსაცდელი. ორი ძალიან მძლავრი კაპიტალი იწყებს ეკონომიკურ ომს.

დღეს, 24 სექტემბერს, აშშ-მ გახსნა ცეცხლი ჩინეთის წინააღმდეგ. ჩინეთის 200 მილიარდის ღირებულების პროდუქციას 10%-იანი ტარიფი დაადო, რომელიც ათასობით ჩინურ პროდუქტს შეეხება. ისეთებს როგორიცაა ბეისბოლის ხელთათმანები, საკვებში გამოსაყენებელი პროდუქცია და ინდუსტრიული დანადგარების ნაწილები. ანუ ანალიზი: ტრამპმა ცხოვრება გაუძვირა და გაურთულა საშუალო ფენას შეერთებულ შტატებში და დაარტყა მასობრივი წარმოების ობიექტებს ჩინეთში.

ჩინეთმა მყისიერი საპასუხო ცეცხლი გახსნა: 5-10%-იანი ტარიფი დაედო შტატების 60 მილიარდის ღირებულების საქონელს, შეეხო ძირითადად ხორცს, ქიმიკატებს, ტანსაცმელს და ავტონაწილებს. ანუ ანალიზი: ჩინეთმა ცხოვრება შედარებით გაუძვირა ჩინეთში ახლად შექმნილ ბიზნეს კლასს და დაარტყა შეერთებული შტატების მუშათა კლასს.

“ჯერ ყველაფერი ცუდი მოსახდენია სანამ კარგზე ვიფიქრებთ ფაზას:” ეხლა მივუახლოვდით” – განაცხადა ბიენვაი მელონ ინვესტმენტ მენეჯმენტის უფროსმა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, ანინდა მითრამ.

თქვენ შეიძლება იკითხოთ, კი მარა ქვა, მერე მე რა?

როგორც აზიურმა გამოთქმამ დასაწყისში გვითხრა, ბალახი ყველაზე მეტად დაიჩაგრება, ბალახი კი ჩვენ ვართ.

ვაჭრობის გათავისუფლებამ მხოლოდ იმ ქვეყნებში მოიტანა სარგებელი რომლებიც რეალურად მონაწილეობდნენ ვაჭრობაში.

ჩვენნაირ ქვეყნებში კი, როგორც წესი, დიდი მოვაჭრეები შენი ეკონომიკით ევაჭრებიან საკუთარ თავს, ბიზნესი უფრო მეტს მიიღებს სხვა ქვეყნისგან თუ ხელისუფლება, დაახლოებით ესეთი დილემის წინაშე დგება გვერდზე ქვეყნის “ათვისების” დაწყების დროს პოლიტ-ეკონომიკური ელიტა.

საშუალოდ, განვითარებადი ქვეყნების ექსპორტს ტარიფები ამ ეკონომიკური მსოფლიო ომის გამო 3-დან დან 37%-მდე დაედება. ჩვენ მეზობელ თურქეთს სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად შეეხება 40-50%-იანი ტარიფი.

ღარიბი ქვეყნებისთვის როგორიც ჩვენც ვართ, ეს იქნება დამაჩოქებელი ეკონომიკური დარტყმა. პირველადი მოხმარების პროდუქციის და იაფი ჩამნაცვლებლების დიდი ნაწილი თურქული, ჩინური და სხვა სწრაფ-მზარდი ევროპულ აზიური ქვეყნის გვაქვს. ცხოვრება ძვირდება ღატაკი ხალხისთვის, ქიმიკატებიც გიძვირდებათ ანუ წამლების გაძვირებაც გამორიცხული არ არის. მცირე და დიდ მანუფაქტურულ ბიზნესებს უძვირდებათ სამუშაო დანადგარები და ნაწილები. დარტყმას იღებს ყველაზე მეტად ელიავას მიმდებარე ტერიტორია, და სხვა მცირე სახელოსნო ბიზნესები.

ძვირდება ტანსაცმელი, სპორტული ინვენტარი და მცირე ფუფუნების საგნები ამ დარტყმას ყველაზე მასშტაბურად მიიღებენ ვალებში მყოფი მომუშავე ახალგაზრდები.

რადიკალური ულტრა ცენტრისტული მოძრაობა კუ და მისი ლიდერი ქვა, აცხადებს ეკონომიკურ საგანგაშო ვითარებას და სამართლიანი პანიკის გულმოდგინე თესვასთან ერთად ცდილობს იპოვოს გამოსავალი, ვთხოვოთ ყველა ეკონომისტს ჩაერთონ ამ დისკუსიაში.

მოძრაობის აზრით, სასწრაფოდ მოსაძებნია ალტერნატიული წყარო პირველადი მოხმარების საგნებზე და საკვებზე. სასურველია შედარებით დამოუკიდებელი ეკონომიკის მქონე დიდი მწარმოებლის სასწრაფო მოძიება. თუ არ ვცდები ერთ-ერთი კარგი ვარიანტი ბელარუსიც არის.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply