ახალი ამბებიპოლიტიკა

„მიხეილ ცაგარელი „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერია“

ეს არის ქმედება, რომელსაც უნდა დავაწეროთ – No Comment და ამით ყველაფერი უნდა დავამთავროთ, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით.

„რაციონალური არგუმენტებით ამის ახსნა შეუძლებელია, მისტიური მომენტები ფიგურირებს უკვე ამ ყველაფერში. ვარსკვლავების მდგომარეობის გამო გადაწყვიტეს ალბათ, ასე. ეტყობა მიხეილ ცაგარელის დაჟინებული რეკომენდაცია იყო, რომ სამუშაო დღეს დაენიშნათ არჩევნები, სხვა ლოგიკას მე ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, ცაგარელიც „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერია, რასაც ვულოცავ. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის ქმედება, რომელსაც უნდა დავაწეროთ – No Comment და ამით უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს დაინიშნა.

წყარო: ipn.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply