ახალი ამბებიმსოფლიო

მერკელმა ერთიანი ევროპული არმიის შექმნას მხარი დაუჭირა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს ერთიანი ევროპული არმიის შექმნას. იდეა მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააჟღერა.

ევროპარლამენტში გამოსვლისას მერკელმა ასევე ევროკომისიის ხელძღვანელის ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ თქვა, რომ ამ ტიპის არმიის არსებობა ევროპაში მშვიდობის გარანტი იქნება.

მერკელის განცხადებით, ერთიანი ევროპული არმია შესაძლოა НАТО-ს დანამატი გახდეს, „ეს არმია არ იქნება НАТО-ს წინააღმდეგ მიმართული“, – თქვა მერკელმა.

6 ნოემბერს ემანუელ მაკრონმა ერთიანი ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის საჭიროების შესახებ ილაპარაკა. მან თქვა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს თავი დაიცვას რუსეთის, ჩინეთის და აშშ-სგან. მაკრონის აზრით, აშშ-ის გამოსვლა ბირთული შეთანხმებიდან ევროპას მსხვერპლის პოზიციაში აყენებს.

მაკრონის იდეა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა. „მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგებს გერმანულის სწავლა მოუწიათ, სანამ საფრანგეთში ამერიკელი ჯარისკაცები არ მივიდნენ და ქვეყანა ნაცისტებისგან არ გაათავისუფლეს“, – თქვა მაკრონის საპასუხოდ ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს. მეტიც, აშშ რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლისთვის ბირთვულ არსენალს გააძლიერებს. შეთანხმებიდან დიდი ბრიტანეთიც გადის.

საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (Intermediate-Range Nuclear Forces (INF)) სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვა საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლიათ.

წყარო: imedinews.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply