ახალი ამბებიექსკლუზივიკულტურაპოლიტიკასაზოგადოება

კულტური მემკვიდრეობის სააგენტოს და არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ურთიერთ თანამშრომლობა შედგა

ქუთაისის IV-V საუკუნეების ნაქალაქარის ტერიტორიის მიწების სარეგისტრაციო და მიწის ფართობებზე წარმართულ შესაძლო პროცესებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ დამფუძნებლებთან ერთად შეისწავლის და დააკვირდება.
სამომავლო თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების მიერ სოც. ქსელში განცხადებისა და ვიდეომიმართვების გავრცელების შემდეგ დაიგეგმა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფისში შემდგარ შეხვედრაზე „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ წევრებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ ისტორიული ნაქალაქარისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრის, როგორც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავი მექანიზმების შესახებ სრულად განემარტათ. პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საზედამხედველო პროცესის მეტი ხელმისაწვდომობისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროდან ინფორმაციის სახით ქუთაისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების კერძო მესაკუთრეებზე დარეგისტრირების საფუძვლებს გამოითხოვს, რაც საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს მეტ სიცხადეს შესძენს.

ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სოც-ქსელის ოფიციალურ გვერდზე.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply