ახალი ამბებიმედიცინამსოფლიო

“კორონავირუსის გავლენამ შესაძლოა წლის ბოლომდე 50 000-ზე მეტი ბავშვი მოკლას” – გაერო

გაეროს ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოები აცხადებენ, რომ 2020 წლის ბოლომდე ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დამატებით 51 000 ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელზე ნაკლებია, კორონავირუსისა და პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის ფონზე გარდაცვალების რისკ ჯგუფში იმყოფებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაეროს ბავშვთა სააგენტომ (UNICEF) ორშაბათს გამოაქვეყნეს გამაფრთხილებელი მოხსენება იორდანიის დედაქალაქში. დოკუმენტში მხარეებმა მოითხოვეს იმუნიზაციის აუცილებებლი კამპანიებისა და კვების სერვისების სრული და უსაფრთხო განახლების პროცედურების დაწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს შორის კოვიდ-19-ის ბევრი შემთხვევა არ ფიქსირდება რეგიონში, აშკარაა, რომ პანდემია და მის მიერ გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ახდენს სერიოზულ გავლენას ბავშვების ჯანმრთელობაზე“ – ნათქვამია სააგენტოების ერთობლივ ოფიციალურ განცხადებაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამჟამინდელი პანდემიური მდგომარეობა და აგრეთვე არასაკმარისი, არასათანადო კვება ბავშვებში ხელს უწყობს ნეგატიურ პროცესებს , რომლითაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მცირეწლოვნების სიცოცხლე შესაძლოა, ყველაზე მძიმე საფრთხის ქვეშ დადგეს.

იმ შემთხვევაში თუ პროგნოზი გამართლდება, გარდაცვლილთა ციფრები პრე-კორონავირუსულ პერიოდამდე არსებულ მონაცემებზე 40 %-ით მოიმატებს. UNICEF და WHO ითხოვენ გატარდეს გადაუდებელი ცვლილებები ჯანდაცვის სისტემის განვითარების კუთხით აღნიშნულ რეგიონში, რათა თავიდან იქნეს არიდებული მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარი.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები