ახალი ამბებიმსოფლიო

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო რუსეთს ავტოკეფალიის ჩამორთმევით დაემუქრა

მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში, კოსნტანტინოპოლის საპატრიარქოს შეუძლია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია და საპატრიარქოს სტატუსი ჩამოართვას. ეს განცხადება არქიეპისკოპოსმა იობმა გააკეთა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია, იურიდიული თვალსაზრისით, უკრაინაში ამიერიდან უკვე აღარ იმყოფება, ყველა უკრაინელი ღვთისმსახური კი მსოფლიო პატრიარქს უნდა დაემორჩილოს.

არქიეპისკოპოსის თქმით, თუ რუსეთის ეკლესია ეჭვქვეშ აყენებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უფლებას, მიანიჭოს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია, მაშინ რუსეთის ეკლესიამ „უარი უნდა თქვას საკუთარ ავტოკეფალიაზე, ვინაიდან საპატრიარქოს სტატუსი მან მე-16-ე საუკუნეში სწორედ მსოფლიო პატრიარქ იერემიასაგან მიიღო.

15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

საქართველოს საპატრიარქო მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პოზიციას ჯერ არ დააფიქსირებს. როგორც კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, პოზიციის დაფიქსირებამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეისწავლის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიციასაც და ამის შემდეგ ამ საკითხს სინოდის სხდომაზე განიხილავს.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply