ახალი ამბებისაზოგადოება

იურისტი: აბსოლუტურად უკანონოა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული სასწრაფო ვადები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის იურისტი გამოეხმაურა. შორენა დევაძე მიიჩნევს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული სასწრაფო ვადები შავი ზღვის უნივერსიტეტს უზღუდავს იმის საშუალებას, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში დაიცვას საკუთარი უფლება სასამართლოს გზით.

„აბსოლუტურად უკანონოა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული სასწრაფო ვადები, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტს კიდევ ერთხელ, დამატებით უზღუდავს იმის საშუალებას, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში დაიცვას საკუთარი უფლება სასამართლოს გზით, აქედან გამომდინარე, აუცილებლად გაიზარდოს ან ასეთი ფორსირებული რეჟიმით არ მოხდეს სტუდენტების დაჩქარება“,-განაცხადა შორენა დევაძემ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply