ახალი ამბებიმსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 832-მდე გაიზრდა

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 832 ადამიანამდე გაიზრდა. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი კუნძულ სულავესზე ცხოვრობდა. 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრამ კუნძულზე ძლიერი გნრევა გამოიწვია.

BBC-ის ინფორმაციით, მაშველებს დაშავებულებისა და გარდაცვლილების გამოყვანა საჭირო აღჭურვილობის გარეშე უწევთ. ადგილობრივი მთავორბის განცხადებით, მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ მძიმე ტექნიკა.

ქვეყნის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით კი დაღუპულთა რაოდენობა საბოლოო არ არის და მან შეიზლება ათასსაც გადააჭარბოს.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply