ახალი ამბებისამართალი

თეა წულუკიანმა ომით დაზარალებულ ქალებს ანგარიში ჩააბარა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ქალებთან, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ 1tv იუწყება.

შეხვედრას ომში დაღუპულთა დედებიც და ის ქალები ესწრებოდნენ, რომელთაც შეიარაღებული კონფლიქტის მთელი სიმძიმის გადატანა მოუხდათ.

იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიზნით საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე ილაპარაკა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უწყებამ 2013 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს 700-ზე მეტი მტკიცებულება წარუდგინა, რომლებიც ეთნიკური ქართველების წმენდის, წამების, საკუთრების განადგურებისა და სხვა უფლებების მასობრივ დარღვევებს ადასტურებს. ამას გარდა, მინისტრის თქმით, სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან.

თეა წულუკიანმა და გოჩა ლორთქიფანიძემ ომით დაზარალებულ ქალებს, ადგილობრივ მცხოვრებთ განუმარტეს, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ამ ორი საერთაშორისო სასამართლოსგან, როგორია სამართლებრივი დავის პროცედურები, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავების მოსაგებად.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply